15 ნოემბერი 2024,   06:24
ვრცლად
მივიღეთ გადაწვეტილება, მთავარ აქტორად შემოსულიყო ანტიკორუფციული საბჭო, რომელიც ანგარიშვალდებულია არა პრემიერის, არამედ პარლამენტის მიმართ - ბექა ოდიშარია "დეოლიგარქიზაციის" კანონის შესახებ

"დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ ძირითადი რეკომენდაციები გათვალისწინებულია. მათი თქმით, ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებულია პარლამენტის და არა პრემიერ-მინისტრის წინაშე.

როგორც პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია ამბობს, სწორედ ოპოზიცია იყო ის, ვისაც კანონის მორგება კონკრეტულ ინდივიდებზე სურდა. 

"ვის ვიზე უნდოდა მორგება ამ კანონის, ნათელია ხომ ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც, მნიშვნელოვანი იყო, რომ მაქსიმალურად პოლიტიკა გასულიყო, არ ყოფილიყო პიროვნული მიდგომები. შესაბამისად, მივიღეთ გადაწვეტილება, რომ მთავარ აქტორად შემოსულიყო ანტიკორუფციული საბჭო, რომელიც ანგარიშვალდებულია არა პრემიერ-ინისტრის მიმართ, არამედ პარლამენტის," - აცხადებს ბექა ოდიშარია.

შეფასება გააკეთა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.   

"ასეთი შემადგენლობა პროცედურების, მათ შორის, საუკეთესო ევროპული სტანდარტების მიხედვით, მიიჩნევა, რომ არის საუკეთესო მოდელი. შიდა სახელმწიფოებრივი ინსტიტუციური გამართულობის თვალსაზრისით, ამ პროცედურას, ჩემი აზრით, ნაკლი არ გააჩნია. თუ რაიმე შეიძლება ან გამომრჩეს, ან ჩემ კოლეგებს გამორჩეთ და შეიძლება იყოს დამატებით რეკომენდირებული, ამასაც ბუნებრივია, იტყვის ვენეციის კომისია. სისტემური მიდგომა ნიშნავს მათ შორის იმას, რომ მხოლოდ ამ კანონით ვერ შემოიფარგლება, უნდა ჰქონდეს სხვა საკანონმდებლო ჩარჩოც, მათ შორის ასეთ მოვლენასთან საბრძოლველად. ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ მათ შორის, პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონი, მედიის მარეგულირებელი კანონმდებლობა, რომელიც არა ერთი აქვს ამ ქვეყანას ისედაც და რა თქმა უნდა, ეს ახალი კანონპროექტი განიხილება კორელაციაში საქართველოს არსებულ კანონმდებლობასთან. ამიტომ, მე არ მგონია, რომ სისტემურობისგან რაიმე ფორმით დაცლილი იყოს ჩვენი კანონპროექტი," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები