15 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
დვანთან ოკუპანტებმა უკანონო ინსტალაცია აღმართეს

მორიგი უკანონო ქმედება ოკუპანტებისგან - ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა უკანონო ინსტალაცია აღმართეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "კურიერს" განუცხადეს, რომ აღნიშნულის შესახებ ცხელი ხაზი უკვე გააქტიურებულია, ინფორმაცია კი უკვე ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ინფორმირებული არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებიც.

უკანონო ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის ფარგლებში განხორციელებული ინსტალაციის საკითხი მკაცრად განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრაზე.

დღის ამბები