თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს ორგანიზებულად ძარცვის შემდეგ, მათ უცხოელი პენსიონერების ძარცვა დაიწყეს, ქართველმა სამართალდამცველებმა კი მჭიდროდ ითანამშრომლეს პარტნიორ ქვეყნებთან, რაც კონკრეტული შედეგით დასრულდა. თავდაცვის მინისტრის შეფასებით, ახლა უნდა გაირკვეს როგორ გაგრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.
"ეს იყო ორგანიზებულად სახელმწიფოს ძარცვა. ამ ძარცვით არ დასრულდა ეს ისტორია და ამის გაგრძელება არის ის, რომ შემდეგ ძარცვავდნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნის პენსიონერებს.
ჩვენმა სამართალდამცველებმა მჭიდროდ ითანამშრომლეს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდათ გამოძიების თვალსაზრისით და გასარკვევია სამართლებრივად როგორ უნდა გაგრძელდეს საგამოძიებო ქმედებები ჩვენთან, სხვა ქვეყანაში თუ ერთობლივად?!
ეს 5 მილიონი არ არის მხოლოდ ის თანხა, რომლითაც გაძარცვა სახელმწიფო ყოფილმა ხელისუფლებამ. ჩვენ გვაქვს ასობით მილიონი. დღემდე ვერ გამოვასწორეთ ფინანსური ანგარიშგება ჩვენი უწყების. რა თქმა უნდა, კეზერაშვილის პასუხისმგებლობაა. ამას მე ბიუჯეტის ქურდობას ვერ დავარქმევ, ეს არის ბიუჯეტის ორგანიზებული ყაჩაღობა," - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.