15 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
მე ვეთანხმები "ვივამედის" დასკვნას, რომ ის უნდა დაბრუნდეს ციხეში - გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

"ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. აღნიშნულ უკვე გამოეხმაურნენ პოლიტიკოსები. "ხალხის ძალის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, თუნდაც შეიქმნას კომისია, ეფექტი ვერ ექნება.

"საგამოძიებო კომისიის შექმნის მცდელობა ექნებათ თუ სტრასბურგში გააგზავნიან განცხადებას არანაირი ეფექტი ამას არ ექნება. არც სტრასბურგი არ იტყვის არაფერს. რა უნდა თქვას სტრასბურგმა - საქართველოს ჰაერი არ მოსწონს სააკაშვილს და გადაიყვანეთ ევროპის ჰაერზე და იქ დაიწყებს კვებას, თუ რა უნდა თქვას?! ის არ იღებს გადასხმებს და ამაზე პასუხი არავის არ აქვს, რატომ აცხადებს უარს და თუ უარს აცხადებს, მე ვეთანხმები "ვივამედის" დასკვნას, რომ ის უნდა დაბრუნდეს ციხეში," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ კომისიის შექმნას აზრი არ აქვს, რადგან მსჯავრდებულის უფლებები დაცულია.

"როდესაც ადამიანი თვითგვემითა და თვითდაზიანებითაა დაკავებული, ის ახლა ფიქრობს, რომ სწორედ ეს თვითგვემა გაათავისუფლებს მას ციხისგან და სასჯელისგან. თქვენ იცით, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ, საქმე გადაიგზავნა სტრასბურგში, როდესაც პატიმარი სასჯელს იხდიდა რუსთავის დაწესებულებაში. ის პასუხიც გახსოვთ მაშინ - ევროპულმა სასამართლომ მოუწოდა სააკაშვილს, დაემორჩილოს ციხის შინაგანაწესს და შეწყვიტოს შიმშილობა. თუ გავითვალისწინებთ პირველ ჯერზე რა მოხდა, არაა გამორიცხული, პრეცედენტით ისარგებლოს სასამართლომ და იგივე მოწოდება გაახმოვანოს სააკაშვილის სახელზე," - აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.

 

დღის ამბები