"ქართული ოცნებისა" და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის პარლამენტში სიტყვიერი შელაპრაკება იყო.
პოლიტიკური განცხადებების დროს ერთმანეთს ანი წითლიძე და ნინო წოლოსანი დაუპირისპირდნენ. კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ სააკაშვილისა და მისთვის გადაცემულ ჯილდოებზე გააკეთა განცხადება.
"მინდა, პოლონეთში ადამიანებს ვკითხო, რა არის მათთვის საქართველო, როცა სააკაშვილი რუსეთთან ბრძოლისთვის დააჯილდოვეთ, მაშინ, როცა ამ პერსონამ ყველაფერი, რაც საქართველოსთვის სტრატეგიული იყო, რუსეთს გადასცა, ახალი ტერიტორიები ოკუპანტს ჩააბარა და ამ ყველაფრის ფონზე, საქართველოს მხრიდან რუსეთთან ომის დაწყების რეზოლუციას მოაწერა ხელი," - განაცხადა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა.
მის ამ განცხადებას კი "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანი წითლიძემ ასე უპასუხა:
"მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო აღიარება თქვენი ხელისუფლებისთვის პოლიტიკური განაჩენია"- განაცხადა ანი წითლიძემ.