დავით კეზერაშვილის 51%-დან 25% "ფორმულას" თანამშრომლებს, მათ შორის ცნობილ სახეებს გადაეცემათ - ასეთია ის დამატებითი დეტალები, რაც ტელეკომპანიის მხრიდან ყოფილი ჩინოსნის განცხადების შემდეგ გახდა ცნობილი.
ტელევიზიის მხრიდან ითქვა ისიც, რომ არ იცვლება ფინანსების წყარო და ის კვლავ დავით კეზერაშვილი იქნება- სწორედ ის დაფარავს ფორმულას ყველა ხარჯს. ასევე აღინიშნა რომ შექმნიან მოდელს, რომლის მიხედვითაც, მფლობელი ვერ განსაზღვრავს სარედაქციო პოლიტიკას.
დღეს გავრცელდა დავით კეზერაშვილის განცხადება, სადაც ის "ფორმულას" საკონტროლო პაკეტის დათმობაზე საუბრობს.