15 ნოემბერი 2024,   06:15
ვრცლად
ფორმულაზე” რომ წნეხი მოიხსნას, ამის გამო მიიღო გადაწყვეტილება და ძალიანაც კარგი - ხაბეიშვილი კეზერაშვილის გადაწყვეტილებაზე

ლევან ხაბეიშვილი კეზერაშვილის მიერ ტელეკომპანია "ფორმულას" წილის ნახევრის ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას, დადებითად აფასებს.

"კარგია, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგა, ეს მისი უფლებაა. განაცხადა, რომ “ფორმულაზე” რომ წნეხი მოიხსნას, ამის გამო მიიღო გადაწყვეტილება და ძალიანაც კარგი. BBC-ის გამოძიება არის უმნიშვნელოვანესი და დარწმუნებული ვარ ამას სამართლებრივი პასუხები გაეცემა. კეზერაშვილი თავად გასცემს პასუხს, თუ რაიმე გამოძიება იარსებებს,"- აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. 

დღეს, გავრცელდა დავით კეზერაშვილის განცხადება, სადაც ის "ფორმულას" საკონტროლო პაკეტის დათმობაზე საუბრობს.

ამის შემდეგ კი, ტელეკომპანიის მხრიდან განცხადება გაკეთდა, სადაც ნათქვამია, რომ დავით კეზერაშვილის 51%-დან 25% "ფორმულას" თანამშრომლებს, მათ შორის ცნობილ სახეებს გადაეცემათ. ტელევიზიაში ითქვა ისიც, რომ არ იცვლება ფინანსების წყარო და ის კვლავ დავით კეზერაშვილი იქნება- სწორედ ის დაფარავს ფორმულას ყველა ხარჯს. ასევე აღინიშნა რომ შექმნიან მოდელს, რომლის მიხედვითაც, მფლობელი ვერ განსაზღვრავს სარედაქციო პოლიტიკას.

 

დღის ამბები