15 ნოემბერი 2024,   06:11
ვრცლად
ეს ფარისევლური თავის მოკატუნებაა, ტელევიზიაზე წნეხი თუ არ უნდოდა კეზერაშვილს, ამაზე აქამდე ეფიქრა - ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი დავით კეზერაშვილის გადაწყვეტილებას "ფარისევლურს და თავის მოკატუნებას უწოდებს:

"ეს ფარისევლური თავის მოკატუნებაა, რომ თითქოს აქედან რაღაც გამოსავალი იქნება. რაღაც ხომ უნდა ეთქვა. ტელევიზიაზე წნეხი თუ არ უნდოდა კეზერაშვილს, ამაზე აქამდე ეფიქრა. თანამშრომლებს რომ პაკეტს მისცემს იმათმა რა უნდა ქნან, სად იშოვონ ეს ფული. ძალიან ღიმილის მომგვრელია, რომ თითქოს BBC-ზე გასული ფილმი ემთხვევა რუსულ ნარატივს და თითქოს BBC ებრძვის ახლა კეზერაშვილს,"- აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა დავით კეზერაშვილის განცხადება, სადაც ის "ფორმულას" საკონტროლო პაკეტის დათმობაზე საუბრობს.

ამის შემდეგ კი, ტელეკომპანიის მხრიდან განცხადება გაკეთდა, სადაც ნათქვამია, რომ დავით კეზერაშვილის 51%-დან 25% "ფორმულას" თანამშრომლებს, მათ შორის ცნობილ სახეებს გადაეცემათ. ტელევიზიაში ითქვა ისიც, რომ არ იცვლება ფინანსების წყარო და ის კვლავ დავით კეზერაშვილი იქნება- სწორედ ის დაფარავს ფორმულას ყველა ხარჯს. ასევე აღინიშნა რომ შექმნიან მოდელს, რომლის მიხედვითაც, მფლობელი ვერ განსაზღვრავს სარედაქციო პოლიტიკას.

დღის ამბები