15 ნოემბერი 2024,   06:49
ვრცლად
კეზერაშვილთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველას ბოლო ასეთი იქნება, ვინც მოინდომებს ქართველი ხალხისა თუ ევროპელი პენსიონერების გაძარცვას - გურამ მაჭარაშვილი 

კარგია, რომ ვეღარ შეძლო მან ამის დამალვა. ვითომ ნახევარი გადასცა კომპანიის თანამშრომლებს, მეორე ნახევარი რატომ არ გადასცა,- ასე ეხმაურება კეზერაშვილის მიერ ტელეკომპანია "ფორმულას" წილის ნაწილის ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას ”ხალხის ძალის" დამფუძნებელი გურამ მაჭარაშვილი. 

მისივე თქმით, "ყველას ბოლო ასეთი იქნება, ვინც მოინდომებს ქართველი ხალხისა თუ ევროპელი პენსიონერების გაძარცვას":

"კეზერაშვილთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველას ბოლო ასეთი იქნება, ვინც მოინდომებს ქართველი ხალხისა თუ ევროპელი პენსიონერების ფულის გაძარცვას და შემდგომ საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში უკანონოდ ჩართვას. კარგია, რომ ვეღარ შეძლო მან ამის დამალვა. ვითომ ნახევარი გადასცა კომპანიის თანამშრომლებს, მეორე ნახევარი რატომ არ გადასცა?"- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დღეს, გავრცელდა დავით კეზერაშვილის განცხადება, სადაც ის "ფორმულას" საკონტროლო პაკეტის დათმობაზე საუბრობს.

ამის შემდეგ კი, ტელეკომპანიის მხრიდან განცხადება გაკეთდა, სადაც ნათქვამია, რომ დავით კეზერაშვილის 51%-დან 25% "ფორმულას" თანამშრომლებს, მათ შორის ცნობილ სახეებს გადაეცემათ. ტელევიზიაში ითქვა ისიც, რომ არ იცვლება ფინანსების წყარო და ის კვლავ დავით კეზერაშვილი იქნება- სწორედ ის დაფარავს ფორმულას ყველა ხარჯს. ასევე აღინიშნა რომ შექმნიან მოდელს, რომლის მიხედვითაც, მფლობელი ვერ განსაზღვრავს სარედაქციო პოლიტიკას.

 

დღის ამბები