15 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
ოპოზიციაში არის აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ საგამოძიებო კომისიის ინიციატივა არის ერთადერთი საკითხი, სადაც აზრთა სხვადასხვაობა არ არის - ხათუნა სამნიძე 

უყრიან თუ არა კენჭს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის ინიციატივას, ეს ჯერჯერობით უცნობია.

ურთიერთბრალდებები ერთ კვირაზე მეტია, რაც გრძელდება. ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს, განსაკუთრებით მოსამართლეებთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების შემდეგ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ საგამოძიებო კომისიის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს არის საკითხი, რაზეც ოპოზიცია ერთ აზრზეა შეჯერებული.

"ოპოზიცია ჭრელია, ოპოზიციაში არის აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ეს არის ერთადერთი საკითხი, საგამოძიებო კომისიის ინიციატივა, სადაც აზრთა სხვადასხვაობა არ არის და ჩვენ შევჯერდით და ვგავართ ერთად. აქვე, ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო უმრავლესობას, რომ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნით ჩვენ ერთობლივად, მთელმა საპარლამენტო შემადგენლობამ ვუპასუხოთ ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს, რომ დიახ, ჩვენ შევისწავლით რა ხდება სასამართლო სისტემაში," - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

სხდომაზე ოპოზიციას მიმართა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

"რა მიზნებს ემსახურება? იმ დროს როდესაც ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში ვართ, დღეს ეს საკითხი რისკენ არის მიმართული? სულ რომ საფუძველი გქონდეთ, ხომ არ გეჩვენებათ რომ დღეს ეს პირიქით, ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში უფრო დააზიანებს პროცესს," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები