15 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
საგამოძიებო კომისიის თეორიულად შექმნის შემთხვევაში, თუ აპირებთ კელი დეგნანის, ოქროს მოწმის დაბარებას? - გურამ მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" ერთ-ერთ დამფუძნებლის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებოს კომისიის შექმნის შემთხვევაში, აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის დაბარება საინტერესო იქნება, ვინაიდან მაჭარაშვილის თქმით, დასანქცირებული მოსამართლეების წინააღმდეგ, მტკიცებულებები არ არსებობს.

"აშშ-ს ელჩმა პირდაპირ განაცხადა, რომ ის არცერთ უწყებასთან თანამშრომლობას არ აპირებს, არც არანაირი მტკიცებულების თაობაზე აპირებს საუბარს და მისი აზრით, საჯარო სივრცეში არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ვერავინ ნახა, მათ შორის ვერც თქვენ. მაინტერესებს, ამ კომისიის თეორიულად შექმნის შემთხვევაში, თუ აპირებთ ამ ოქროს მოწმის, ანუ მთავარი მოწმის დაბარებას კომისიაში, რომელიც წინასწარ აცხადებს, რომ არ აპირებს თანამშრომლობას და არცერთი მტკიცებულებასთან დაკავშირებით საუბარს, არცერთ უწყებასთან. საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის, რადგან საჯარო სივრცეში არაფერი არ არის, თორემ ამას თქვენ ვერავინ დაგასწრებდათ და იტყოდით. მეორეს მხრივ, ვინც თქვა რომ რაღაც მტკიცებულებები არის, ის არც ერთ უწყებასთან არ აპირებს თანამშრომლობას," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები