15 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, გვინდა, შემოგთავაზოთ კონკრეტული აქტი, მხარდაჭერის აქტი სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ - ირაკლი კობახიძე

სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, გვინდა, შემოგთავაზოთ კონკრეტული აქტი, მხარდაჭერის აქტი სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ, სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხისთვის კენჭისყრის მიზნით, დეპუტატების მიერ რეგისტრაციის გავლამდე განაცხადა.

როგორც სხდომაზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობაში მიღეს გადაწყვეტილება, არ გაიარონ რეგისტრაცია კენჭისყრამდე და ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ.

"მნიშვნელოვანი განცხადება მინდა, გავაკეთო, რომელიც უკავშირდება კენჭისყრის საკითხს. პარლამენტი განეკუთვნება ხელისუფლების პოლიტიკურ შემადგენელს. ეს არის პოლიტიკური შემადგენელი ხელისუფლების სისტემაში, ისევე, როგორც მთავრობა. და არის მესამე შტო ხელისუფლებაში, ესაა სასამართლო ხელისუფლება, რომელიც უნდა იყოს და არის დამოუკიდებელი. ჩვენ, პოლიტიკურ ხელისუფლებას სასამართლო სისტემასთან მიმართებით შეგვიძლია, გავაკეთოთ მხოლოდ ორი რამ. ერთი – კანონების მიღება, სათანადო საკანონმდებლო ბაზის შემუშავება და მეორე არის სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვა. ამ ყველაფრის და მეორე ასპექტის გათვალისწინებით, სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ გვინდა, შემოგთავაზოთ კონკრეტული აქტი, ეს არის მხარდაჭერის აქტი სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ. ეს არის ჩვენი კონსტიტუციური პრინციპი, რაც აუცილებლად უნდა იყოს დაცული და ეს არის ჩვენი პოლიტიკური სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეებიის მიმართ. რაც შეეხება აქტის შინაარს, პროცედურული საკითხის პოლიტიკური საფუძველი განვმარტე. რაც შეეეხება პროცედურულ საკითხს, საპარლამენტო უმრავლესობაში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ გავიაროთ რეგისტრაცია კენჭისყრამდე. ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები