კენჭისყრაზე ისევ დადგება ხვალ საგამოძიებო კომისიის საკითხი, ამას ვერ გაექცევა „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ქართულ ოცნებას" ეშინია სიმართლის, რომელიც უნდა დაინახოს საზოგადოებამ, როდესაც იმუშავებს საგამოძიებო კომისია და საპროცედურო ომით ეცადა ხელისუფლება ხელი შეეშალა კომისიის შექმნისთვის.
"ეს არის დასტური, რომ "ქართულ ოცნებას" ეშინია ოპოზიციის. პირველი შემთხვევაა ეს, როდესაც პროცედურებით, საპროცედურო ომით ცდილობდა ხელისუფლება თავის დაცვას, მაგრამ ეს გაგრძელდება ხვალ, კენჭისყრაზე ისევ დადგება საკითხი და ამას ვერ გაექცევა "ქართული ოცნება", ოპოზიცია არის მობილიზებული," - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.