15 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
ადამიანს თმა აღარ აქვს, აბსოლუტურად გასცვივდა - გიული ალასანია

ადამიანს თმა აღარ აქვს, აბსოლუტურად გასცვივდა, - ამის შესახებ მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

სააკაშვილის დედა ითხოვს იურიდიული საქმეების განხილვა დროებით გადაიდოს.

"სიცხე და მაღალი წნევა ისევ აქვს. გადაადგილება, რა თქმა უნდა, ძალიან უჭირს, კუნთის ნასახი არ აქვს და როგორ უნდა გადაადგილდეს. გუშინ პირდაპირ დამანახა - ადამიანს თმა აღარ აქვს, აბსოლუტურად გასცვივდა. ვითხოვთ, რომ ამ იურიდიული საქმეების განხილვა დროებით გადაიდოს და შესაძლებლობა მიეცეს მას, რათა თავისი ჯანმრთელობა აღიდგინოს.

დაკმაყოფილდეს ჩვენი მოთხოვნა სტრასბურგიდან. მე ეს მოლოდინი მაქვს. არ ვიცი, რა იქნება და რა შედეგს მივიღებთ," - აღნიშნა გიული ალასანიამ.

 

დღის ამბები