15 ნოემბერი 2024,   05:22
ვრცლად
პაპუაშვილის განცხადებით, იგი სრულ სოლიდარობას უცხადებს გადაწყვეტილებას, რომელიც უმრავლესობამ მიიღო -  კვორუმის არარსებობის გამო, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერც დღეს შედგა

სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო დღესაც ვერ შედგა - მოსამართლეების სოლიდარობის მიზნით, უმრავლესობის დეპუტატებმა რეგისტრაცია ისევ არ გაიარეს.

უმრავლესობა საგამოძიებო კომისიის შექმნას სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევად მიიჩნევს.

"ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მხარდაჭერას სასამართლოს დამოუკიდებლობას და სოლიდარობას ქართველ მოსამართლეებს. აქედან გამომდინარე, დღესაც, საპარლამენტო უმრავლესობა რეგისტრაციას არ გაივლის.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ის უმრავლესობის გადაწყვეტილებას სრულ სოლიდარობას უცხადებს.

"შევატყე გუშინ, ცოტა არითმეტიკა აგერიათ და და 51-ად თვლიდით საკუთარ თავს, ერთი რეგისტრაცია გახლდათ ჩემი რეგისტრაცია. როგორც სხდომის თავმჯდომარე, მე სრულ სოლიდარობას ვუცხადებ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც უმრავლესობამ მიიღო. ამავე დროს, როგორც სხდომის თავმჯდომარე, გავდივარ რეგისტრაციას რადგან შემდეგ საჭიროა სხდომის დახურვაც. მოემზადეთ რეგისტრაციისთვის", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები