15 ნოემბერი 2024,   06:04
ვრცლად
წარმოუდგენელი ფაქტია, როდესაც "ქართული ოცნება" ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს - ლევან ბეჟაშვილი

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" მხრიდან პარლამენტისთვის, სახელმწიფო ინსტიტუციისთვის ბოიკოტის გამოცხადება წარმოუდგენელი ფაქტია.

ბეჟაშვილის თქმით, შემდენი ნაბიჭი, დასავლელ პარტნიორებთან ამ ყველაფრის მტკიცებულებების სახით წარდგენა და სასამართლო კლანის პოლიტიკური მფარველების დასანქცირება უნდა იყოს.

"საზოგადოება უკვე მეორე დღეა აკვირდება პარლამენტის უსუსურობას და არაქმედითუნარიანობას, როდესაც "ქართული ოცნება" ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს, სახელმწიფო ინსტიტუციას - წარმოუდგენელი ფაქტი არის. ამიტომ, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ამ ყველაფრის წარდგენა მტკიცებულებების სახით და მოთხოვნა, რომ სასამართლო კლანის პოლიტიკური მფარველების დასანქცირება მოხდეს," - განაცხადა პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან ბეჟაშვილმა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, კლანის არსებობის მტკიცებულება, "ქართული ოცნების" დღევანდელი ქმედებაა. 

"ოპოზიციას იმიტომ ჰქვია ოპოზიცია, რომ აქვს უფრო ნაკლები მანდატი ვიდრე ხელისუფლებაში მყოფ ძალას. ოპოზიციამ იმაზე მეტი რაც ახლა ხდება პარლამენტში, მარტო საქართველოსი კი არა არ გაუკეთებია არცერთ სხვა ქვეყანას. მტკიცებულებები არსებობას, რომ ითხოვენ "ქართული ოცნების" წევრები, აგერ ბატონო კლანის არსებობის მტკიცებულება", - განაცხადა ვაშაძემ.

დღის ამბები