15 ნოემბერი 2024,   05:51
ვრცლად
ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" საქართველოში არ შექმნას საგამოძიებო კომისია სასამართლოს საკითხზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის დღევანდელი ქმედება სოლიდარობის კიდევ ერთი აქტი იყო.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ "ნაცმოძრაობამ" საქართველოში არ შექმნას საგამოძიებო კომისია სასამართლოს საკითხებზე.

"კიდევ ერთხელ გამოვხატეთ მხარდაჭერა სასამართლოს დამოუკიდებლობის და სოლიდარობა ქართველი მოსამართლეების მიმართ. ეს იყო სოლიდარობის კიდევ ერთი აქტი და კვლავაც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ "ნაცმოძრაობამ" საქართველოში არ შექმნას საგამოძიებო კომისია სასამართლოს საკითხებზე. ეს არის პრინციპულად მიუღებელი ჩვენთვის, არის პრინციპული საკითხი ჩვენთვის. რა თქმა უნდა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, უცხოელ აგენტებს ჩვენ ვერ შევაქმნევინებდი საგამოძიებო კომისიას სასამართლოსთან დაკავშირებით.

სასამართლო აუცილებლად დარჩება დამოუკიდებელი, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ და არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ეს მიღწევა დაჩრდილოს რაიმე ფორმით. სასამართლო აუცილებლად დარჩება დამოუკიდებელი.

თქვენ გახსოვთ რა მდგომარეობა იყო სასამართლო სისტემაში 2012 წლამდე, ეს იყო უმძიმესი ვითარება. ეს იყო სისხლიანი, კრიმინალური სასამართლო სისტემა, რომელსაც უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ სააკაშვილი და ადეიშვილი. ეს დრო საქართველოში არასდროს დაბრუნდება.

არავის არაფრის ეშინია რა თქმა უნდა. რაც შეეხება გამოძიებას, აქ არავითარი პრობლემა არ არსებობს, მაგრამ პრობლემა არის იმაში, რომ კოლექტიური "ნაცმოძრაობა" ცდილობს შექმნას საგამოძიებო კომისია სასამართლოსთან დაკავშირებით. ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ ვალაპარაკებთ სასამართლოზე "ნაცმოძრაობას", ეს არის კატეგორიულად მიუღებელი.

"ნაცმოძრაობა" არის კრიმინალური, სისხლიანი პოლიტიკური ძალა, რომელმაც შექმნა თავის დროზე სისხლიანი, კრიმინალური სასამართლო სისტემა," - აცხადებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები