15 ნოემბერი 2024,   05:28
ვრცლად
უსაფუძვლოდ, უარგუმენტოდ, უბრალოდ უნდათ შოუს დადგმა და დაკვეთა არის ეს, რომ როგორმე შეარყიონ დამოუკიდებელი ინსტიტუტი - მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე

საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებლის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ საქართველოს ასეთი ოპოზიცია ჰყავს, რადგან ისინი სხვის დაკვეთს ასრულებენ.

ყაველაშვილის თქმით, ოპოზიციას უარგუმენტოდ და უსაფუძვლოდ სურს შოუს დადგმა.

"სამწუხაროა, რომ დღეს ასეთი ოპოზიცია ჰყავს საქართველოს, რომ გარეთა დაკვეთით, არა მათივე ინიციატივით, მაგალითად, რომ მათ მანამდე ჰქონდათ რაღაცა კითხვები და მანამდე მოეთხოვათ საგამოძიებო კომისიის შექმნა, არა. ასე უსაფუძვლოდ, უარგუმენტოდ, უბრალოდ უნდათ შოუს დადგმა და დაკვეთა არის ეს, რომ როგორმე შეარყიონ დამოუკიდებელი ინსტიტუტი. ამის ვალდებულება აქვს თითოეულ ჩვენგანს, პარლამენტის წევრი იქნება თუ ვინც, რომ დავიცვათ დამოუკიდებელი ინსტიტუტი," - აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი მიხეილ ყაველაშვილი.

დღის ამბები