15 ნოემბერი 2024,   05:22
ვრცლად
ამ 4 ადამიანის დაცვა სასამართლო სისტემის მიმართ სოლიდარობას არ ნიშნავს - კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, 4 მოსამართლის დაცვა, სასამართლო სისტემის მიმართ სოლიდარობას არ ნიშნავს.

დეგნანის განმარტებით, სანქცირებას წინ უძღოდა საკითხის შესწავლა და არსებობდა შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველიც. დიპლომატმა პარლამენტში მიმდინარე პროცესებიც შეაფასა და თქვა, რომ სესიებზე ბოიკოტის გამოცხადება სწორი არ არის.

"ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებდით ყველა პარტიას, რომ გამოიყენონ პარლამენტის ინსტიტუტი იმისთვის, რომ თავისი ამომრჩევლის საჭიროებებზე იმუშაონ. ამიტომ, არ არის სწორი საპარლამენტო სესიებზე ბოიკოტის გამოცხადება. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არის საქართველოს მთავრობისთვის საშუალება, გამოიძიონ კორუფციისა და სასამართლო სისტემის მიმართ ბრალდებები, რომლებიც წლებია ცნობილია.

მინდა ძალიან ცხადად ვთქვა, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრმა გააკეთა განცხადება, თითქოს ჩვენ არ ვართ კარგად ინფორმირებულები. ამ საკითხში არანაირი შეცდომა არ არსებობს. სრულიად დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სავიზო სანქციებისთვის შესაბამისი საფუძველი არსებობდა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს 4 ადამიანი ჩართული იყო კორუფციულ საქმიანობაში. ამ პროცესს წინ უძღოდა ხანგრძლივი შესწავლა, ინფორმაციის შეგროვება, მათ შორის ის რაც საჯაროდ ხელმისაწვდომია. საბოლოოდ კი ეს ინფორმაცია მივიდა სახელმწიფო მდივნამდე და მან მიიღო სავიზო სანქცირების დაწესების გადაწყვეტილება. რაც შეეხება გამოძიებას, ეს საქართველოს მთავრობის პრეროგატივაა, გამოიძიონ ამ ადამიანებთან დაკავშირებით საჯაროდ არსებული წყაროები. ამ 4 ადამიანის დაცვა, არ ნიშნავს სასამართლო სისტემის მიმართ სოლიდარობას", - განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები