20 მაისი 2024,   18:07
ვრცლად
როდის შეძლებს სუდანში დარჩენილი საქართველოს 33 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნებას - მსოფლიო ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება

როდის შეძლებს სუდანში დარჩენილი საქართველოს 33 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნებას - ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა, სუდანში განვითარებული პროცესების გამო კვლავ ვერ ხერხდება. ორი ავიაკომპანიის თანამშრომლები მოლოდინის რეჟიმში არიან. მათ ევაკუაციას, საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, ავიაკომპანიები "მაი ვეი" და "ჯეოსქაი" ცდილობენ.

უკვე მეექვსე დღეა, სუდანში სროლებია. მსოფლიო დაპირისპირებული მხარეებისგან შეთანხმების შესრულებას და ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება. მორატორიუმმა მხოლოდ რამდენიმე საათი იმუშავა. არეულობის შედეგად დასტურდება 300-მდე ადამიანის დაღუპვა, დაშავებულია 2 600.

დღის ამბები