ევროპაში, ძლიერი სიცხისა და გვალვის ფონზე, ტყის ხანძრებს ებრძვიან. ჩრდილოეთ მაკედონიაში ცეცხლის 22 აქტიური კერაა. რამდენიმე დასახლებაში საცხოვრებელი სახლები განადგურდა.
სტიქიის შეჩერებას, მეხანძრეებთან ერთად, მოხალისეებიც ცდილობენ.
რთული ვითარებაა პორტუგალიაშიც. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, აროუკასა და ტორე-დე-მონკორვოს რაიონებში, ცეცხლმა ჯამში 3 700 ჰექტარზე მეტი ტერიტორია მოიცვა. ადგილზე 1 200-ზე მეტი მეხანძრე, ასობით ერთეული მძიმე ტექნიკა და ავიაცია მუშაობს. ხანძრებთან ბრძოლისას ოთხი მეხანძრე დაშავდა.