15 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
სახალხო დამცველი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს

სახალხო დამცველი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს - ლევან იოსელიანის განცხადებით, გამჭვირვალობა პროცესს წაადგება, საზოგადოება კი იმსახურებს იმას, რომ ყველა კითხვა სწორედ კომისიის ფარგლებში დაისვას.

"მესმის ეს პროცედურული ომი, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიმდინარეობს, მაგრამ საბოლოო ჯამში ვფიქრობ საზოგადოება იმსახურებს, რომ ის კითხვები, რაც არსებობს საზოგადოებაში და რაც ამდენი ხანია დაგროვილია, დაისვას საგამოძიებო კომისიის ფარგლებში. ეს გამჭვირვალობა და ღიაობა ამ პროცესს, ვფიქრობ მხოლოდ წაადგება,"  - აცხადებს ლევან იოსელიანი.

დღის ამბები