სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე დღესაც გავა.
პარლამენტს დღის წესრიგი არ განუახლებია, შესაბამისად, პროცედურის მიხედვით, საკითხი კენჭისყრაზე სხვა თემების განხილვის შემდეგ დადგება. საგამოძიებო კომისიის შექმნის მცდელობის ორჯერ ჩაგდების შემდეგ, ოპოზიცია ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა "ქართულ ოცნებას" არ მისცეს შესაძლებლობა საკანონმდებლო ორგანოში მათი არ ყოფნა გამოიყენოს.
"ქართულ ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ ისინი ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებენ, რათა "ნაციონალურმა მოძრაობამ" სასამართლოზე საგამოძიებო კომისია პარლამენტში არ შექმნას.
"დღის წესრიგი ჩვენ არ გაგვიახლებია, რაც არის დღის წესრიგში ყველა ის საკითხი დადგება თავისთავად კენჭისყრაზე საკითხების განხილვის შემდეგ,"-აცხადებს შალვა პაპუაშვილი.