15 ნოემბერი 2024,   06:22
ვრცლად
დღეს, "ოცნებას" კონკრეტული შეფასება აქვს ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც- ლევან ბეჟაშვილი

სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე დღესაც გავა. პარლამენტს დღის წესრიგი არ განუახლებია, შესაბამისად, პროცედურის მიხედვით, საკითხი კენჭისყრაზე სხვა თემების განხილვის შემდეგ დადგება.

საგამოძიებო კომისიის შექმნის მცდელობის ორჯერ ჩაგდების შემდეგ, ოპოზიცია ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა "ქართულ ოცნებას" არ მისცეს შესაძლებლობა საკანონმდებლო ორგანოში მათი არ ყოფნა გამოიყენოს. "ქართულ ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ ისინი ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებენ, რათა "ნაციონალურმა მოძრაობამ" სასამართლოზე საგამოძიებო კომისია პარლამენტში არ შექმნას.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

ლევან ბეჟაშვილის თქმით, ოპოზიცია მოითხოვს ხელისუფლებისგან, სარეგლამენტო ხრიკებს თავი დაანებონ.

"რა თქმა უნდა ეს პროცესი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, იქნება დღე, როცა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მივლინებებში, შეხვედრებზე იქნებიან, ზოგი ავად გახდება, ამისგან დაზღვეული არავინაა. ხელისუფლება იმ მომენტს ელოდება, როცა ამ პროცესს გამოიყენებს და საკითხს კენჭისყრაზე დააყენებს.

"ქართულმა ოცნებამ" უკვე დაიჭირა თავისი "ჩიტი" და დღეს, "ქართულ ოცნებას" კონკრეტული შეფასება აქვს ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც,"-აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

დღის ამბები