15 ნოემბერი 2024,   06:18
ვრცლად
ადვოკატები სტრასბურგიდან გამოგზავნილ კითხვებზე ამზადებენ პასუხებს, მაგრამ ალბათ დამატებითი არაფერი იქნება, რადგანაც ძალიან ამომწურავად არის ინფორმაცია გაგზავნილი - გიული ალასანია

სტრასბურგი სააკაშვილის მიმართ დროებითი ღონისძიების გამოყენებამდე, დამატებით ინფორმაციას ელის.

14 აპრილს სასამართლომ გადაწყვიტა, რომ თხოვნასთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის გადაწყვეტილების მიღებამდე, მოსარჩელისგან და საქართველოს მთავრობისგან რამდენიმე კითხვაზე პასუხი მიიღოს.

გიული ალასანიას ინფორმაციით, სტრასბურგის კითხვებს უკავშირდება სწორედ ფსიქიატრების ვიზიტი კლინიკა "ვივამედში". მისივე თქმით, სტრასბურგს 11 აპრილის შემდეგ, პაციენტის სამედიცინო ისტორია აინტერესებს.

"ადვოკატები მუშაობენ და ამზადებენ პასუხებს, მაგრამ ალბათ დამატებითი არაფერი იქნება, რადგანაც ძალიან ამომწურავად არის ინფორმაცია გაგზავნილი. ალბათ ორივე მხარეს ეკითხებიან, რადგან ობიექტური სურათი უნდათ ჰქონდეთ,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია.

ადვოკატ შოთა თუთბერიძის განცხადებით, მათი მთავარი მიზანია ახლა, ევროპულმა სასამართლომ საქმის განხილვა დაიწყოს: 

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები არ შეესაბამება ადამიანის უფლებატა ევროპული კონვენციის სტანდარტებს დ იმედი გვაქვს ამის დადასტუებას ევროპულ სასამართლოშიც შევძლებთ. ახლა ჩვენი მათი მთავარი მიზანია, ევროპულმა სასამართლომ საქმის განხილვა დაიწყოს,"- განაცხადა შოთა თუთბერიძემ. 

ექსპრეზიდენტის ადვოკატებმა, 11 აპრილს სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენების თხოვნით მიმათეს. 

ავტორი: ანუკა ბუავა. 

დღის ამბები