საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, საპარლამენტო ოპოიზიციის 11 მანდატი წყალმა წაიღო, როდესაც ცესკოში სიების ჩასახსნელად "დარბოდნენ" ცალკეული პოლიტიკოსები.
"ორი გამოსავალი აქვთ- ერთი, რომ დააშანტაჟონ, გადაიბირონ ოპოზიციიდან ვინმე ან უბრალოდ აღიარონ, რომ დამარცხდნენ და აღიარონ, რომ უხერხულ მდგომარეობაში არიან.
ჩვენთვის უნდა დაეჯერებიან, რომ მეუბნებოდით რომ ნუ ხსნით ამ სიებს. სიების ჩახსნის შედეგად 11 მანდატია ოპოზიციაში დაკარგული. როცა ვუთხარი, რომ ნუ აკეთებთ ამას, ნუ დარბიხართ ცესკოში ამ სიების ჩამოსახსნელად, გვლანძღეს და გვთათხეს და რა არ გვეძახეს. 11 მანდატი წაიღო წყალმა იმიტომ, რომ იცანცარა ზოგიერთმა,"-აცხადებს ალეკო ელისაშვილი.