ჩვენ დავიცავთ იმ მონაპოვარს, რასაც ჰქვია სასამართლოს დამოუკიდებლობა და მასში პოლიტიკური ძალების ჩარევისგან დაზღვევა,- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, სასამართლო სისტემაში საგამოძიებო ორგანოს შექმნა არ არის მიმართული მისი დამოუკიდებლობისა და გაჯანსაღებისაკენ.
"პარლამენტში ეს პროცედურული ომი გასაგებია და სხვადასხვა ფორმით, მსოფლიოს ყველა პარლამენტი იყენებს ამას. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს არის არა სასამართლო სისტემის შემდგომის გაძლიერებისკენ ან გაჯანსაღებისკენ გადადგმული ნაბიჯი. არამედ, ესა რის სასამართლო სისტემაში, პოლიტიკური ჩარევისკენ მიმართული ნაბიჯი და, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიცავთ ამ შემთხვევაში იმ მონაპოვარს, რასაც ჰქვია სასამართლოს დამოუკიდებლობა და მასში პოლიტიკური ძალების ჩარევისგან დაზღვევა,"-აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.