"ქართული ოცნების" წევრი რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, ჯერ სტრასბურგში საქმის გაგზავნა არ უნდოდათ, ახლა კი, მისივე თქმით, საქმე ძალიან დაბალი კვალიფიკაციით არის გაგზავნილი:
"ჩვენ ვნახეთ რომ ეს ადამიანები არ აგზავნიდნენ სტრასბურგში საჩივარს, რადგან იცოდნენ რომ ამ საქმეს წააგებდნენ. მაგრამ ფაქტობრივად ისინი იძულებულები იყვნენ იმისათვის, რომ დრო მოეგოთ, საბოლოო ჯამში გაეგზავნათ და ახლა კი ვიგებთ, რომ ეს საქმე ძალიან დაბალი კვალიფიკაციით არის გაგზავნილი. ერთადერთი ლიეგიტიმური მოლოდინი არსებობს, რომ ის ადამიანები, ვინც ცდილობს სპეკულაციებით დააზიანონ ჩვენი ქვეყანა, სტრასბურგის სასამართლოდან ორიანს მიიიღებენ,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.
სტრასბურგი სააკაშვილის მიმართ დროებითი ღონისძიების გამოყენებამდე, დამატებით ინფორმაციას ელის. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ თხოვნასთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის გადაწყვეტილების მიღებამდე, მოსარჩელისგან და საქართველოს მთავრობისგან რამდენიმე კითხვაზე პასუხი მიიღოს.
ავტორი: ანუკა ბუავა.