"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი მუმლაძე ამ წუთებში სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება.
მისი საგამოძიებო უწყებაში დაბარების საბაბი, 7 მარტს მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება გახდა. რიგით მეორე გამოკითხვაზე, მუმლაძე საგამოძიებო სტრუქტურას როგორც ამბობს, მიაწვდის ინფორმაციას მისი დაკავებისას მასზე გამოყენებულ ძალადობაზე. რის შესახებაც ადვოკატმა საგამოძიებო სამსახურს აცნობა. მისი პირველი გამოკითხვა ამ საკითხზე იზოლატორში მოხდა.