საპარლამენტო უმრავლესობის მიერ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის მესამედ ჩაგდებასთან დაკავშირებით, შეფასებები გაკეთდა ოპოზიციაში. როგორც ისინი ამბობენ, "ქართული ოცნების" დღევანდელი გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ვიდერ კენჭისყრა არ ჩატარდებასხვა, დღის წესრიგში სხვა საკითხი არ იქნება.
"ის, რაც ახლა პარლამენტში ხდება, არის პირდაპირი საბოტაჟი საქართველოს ევროინტეგრაციის და ამ დანაშაულში თავისი წვლილი თავიდან ბოლომდე, 100%-ით მიუძღვის "ქართულ ოცნებას". ვერაფერი სხვა დღის წესრიგში ვერ იქნება, სანამ კენჭისყრები არ ჩატარდება. თუმცა, ჩვენ ახლა "ქართული ოცნებისგან" მიჩვეულები ვართ პროცედურების დარღვევას, კარების ჩაკეტვას, ამიტომ, ბევრ რამეს უნდა ველოდოთ," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას თქმით კი, რაც უფრო ნაკლებ კანონს მიიღებს პარლამენტი, მით უკეთესი იქნება.
"რაც უფრო მეტხანს გაგრძელდება მით უკეთესი და რაც უფრო ნაკლებ კანონს მიიღებს ეს პარლამენტი, მით უკეთესი. საერთოდ თუ არ მიიღებს არც ერთ კანოს, იქნება ყველაზე დიდი დამსახურება ოპოზიციონერების ამ ქვეყნის მოსახლეობის წინაშე, რომ ეს პარლამენტი კანონებს არ იღებს," - აცხადებს იაგო ხვიჩია.