თუშეთში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულს, ბრალს, დღეს ოფიციალურად წარუდგენენ, შემდეგ კი სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. მკვლელობა ორი დღის წინ მოხდა. გარდაცვლილი ნოდარ ნაკერაული და დაკავებული ჯაბა ქააძე, ნათესავები და მეზობლები იყვნენ.
დანაშაულს წინ შელაპარაკება უძღოდა. ადგილობრივების ინფორმაციით, კაცმა მეზობელი სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით მოკლა, ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.