15 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
სასამართლო კლანის მეპატრონე სწორედ "ქართული ოცნებაა" და სასამართლო პოლიტიკურად არის მართული - თეონა აქუბარდია

ოპოზიციის მობილიზების მიუხედავად საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად კვორუმი მესამეჯერაც ვერ შედგა. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრის თეონა აქუბარდიას განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას, რომ სასამართლო პოლიტიკურად მართულია და ხელისუფლება მფარველობს სასამართლო კლანს.

ოპოზიციის განცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილებით საპარლამენტო უმრავლესობა ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას.

"სასამართლო კლანის მეპატრონე სწორედ "ქართული ოცნებაა" და სასამართლო პოლიტიკურად არის მართული. ამიტომ, კომისიის შექმნამდე კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ "ქართული ოცნება" არის მფარველი კორუფციულ საქმიანობაში ბრალდებული მოსამართლეების. გავაგრძელებთ მუშაობას პარლამენტში 50 დეპუტატის ყოფნაზე, ამისთვის სრული 10 დღე გვაქვს. შესაბამისად, ეს ერთიანობა, რომელიც უპრეცედენტო იყო პარლამენტში უნდა იყოს შენარჩუნებული", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

დღის ამბები