პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავით მათიკაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ყველა გზით ცდილობს ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვას და ამ ყველაფერს, სასამართლოზე კონტროლის აღდგენით ცდილობს.
მათიკაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" არ დაუშვებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელში აღმოჩნდეს ბერკეტები, რომელიც სასამართლოს სისტემას დააბრუნებს იმ რეალობაში, რომელიც 2012 წლამდე იყო.
"ნაციონალური მოძრაობა", ყველა გზით ცდილობს ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვას სტატუსის მინიჭების კუთხით და ამ ყველაფერს ის ცდილობს სასამართლოზე კონტროლის აღდგენით, მის დამოუკიდებლობაში ჩარევით. "ქართული ოცნება", რა თქმა უნდა არ დაუშვებს იმ შესაძლებლობას, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელში აღმოჩნდეს ბერკეტები, რომელიც სასამართლოს სისტემას კვლავ დააბრუნებს იმ რეალობაში, რომელიც ის 2012 წლამდე იყო", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.