15 ნოემბერი 2024,   06:12
ვრცლად
ძალიან კარგი წარმოდგენის არ ვარ სააკაშვილის დაცვის მხარეზე, რადგან ისინი ჩემთვის აუხსნელ ბევრ რამეს აკეთებენ - ჰერმან საბო სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილ საქმეზე
მეორე დღეა პოლიტიკური განხილვების საგანია მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიერ სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი არასრულყოფილი ინფორმაცია. 
 
მსჯავრდადებული პრეზიდენტის უფლებადამცველების კვალიფიკაციას ეჭვქვეშ აყენებს  "გირჩი". როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ჰერმან საბომ განაცხადა, სააკაშვილის უფლებადამცველები ძალიან ბევრ გაუგებარ რამეს აკეთებენ და გასაკვირი არ არის, რომ სტრასბურგმა დამატებითი ინფორმაცია მოითხოვა.
 
"ძალიან კარგი წარმოდგენის არ ვარ სააკაშვილის დაცვის მხარეზე, რადგან ისინი ჩემთვის აუხსნელ ბევრ რამეს აკეთებენ. საქმეებიც მალეა დასამთავრებელი იმისთვის, რომ სამართლებრივი საფუძველი მაინც შეიქმნას, რომ მერე მოითხოვო მისი ექსტრადიცია, ან შეწყალება. ახლა რომ ითხოვენ შეწყალებას ხომ ალოგიკურია, ჯერ საქმე არ დამთავრებულა, იქნებ უნდა გაამართლონ კაცი. ასე რომ მათ კვალიფიკაციაზე ძალიან დიდი შთაბეჭდილების არ ვარ და აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ რაღაცა ისე კარგად ვერ შეავსეს და სტრასბურგმა დამატებითი ინფორმაცია მოსთხოვა", - განაცხადა ჰერმან საბომ. 
დღის ამბები