საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, სტრასბურგი ჩამოყალიბებულია, სურათი საკმაოდ ნათელია და სააკაშვილის ადვოკატების პოზიციას გამარჯვება არ უწერია.
"დასკვნები, რომელიც მისი ადვოკატების ჯგუფმა გამოაქვეყნა, აბსოლუტურად არ პასუხობს მთელ რიგ შეკითხვებს, როგორიც არის მიზეზი იმისა თუ რატომ იმყოფება სააკაშვილი ამ მდგომარეობაში. რა მკურნალობაა ჩასატარებელი და ვინ უნდა ჩაატაროს ეს მკურნალობა. ამ საკითხებთან დაკავშირებით, სტრასბურგის ჩამოყალიბებულია, საკმაოდ ნათელია სურათი. სააკაშვილის ადვოკატების პოზიციას გამარჯვება არ უწერია", - განაცხადა გია ვოლსკიმ.