15 ნოემბერი 2024,   06:17
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს იტალიელ კოლეგას შეხვდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს იტალიელ კოლეგას შეხვდება. ორი ქვეყნის პირველი დიპლომატები გააფორმებენ დეკლარაციას საქართველოსა და იტალიას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ.

ილია დარჩიაშვილი იტალიაში ვიზიტის ფარგლებში უკვე შეხვდა იტალიის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს და მონაწილეობა მიიღო ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნაში. ის ასევე შეხვდა ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც.

"ვიზიტის ფარგლებში, ერთის მხრივ გავაძლიერებთ ორმხრივ ურთიერთობებს, ხელს მოვაწერთ სტრატეგიული დიალოგის ფორმატს, რომელიც ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას ახალ ნიშნულზე აიყვანს. ვიმსჯელებთ ჩვენს იტალიელ პარტნიორებთან და კოლეგებთან იმაზე თუ რა სჭირდება საქართველოს იმისთვის,რომ მიიღოს სტატუსი. როგორ მხარდაჭერა გვჭირდება, რა მიმართულებით არის მთავარი აქცენტები გასაკეთებელი", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

დღის ამბები