15 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
საგამოძიებო კომისიის შექმნა იმის დემონსტრირებაა, რომ მართლა არსებობს პოლიტიკური ნება, რათა ქვეყანაში სასამართლო რეფორმა გატარდეს - სალომე სამადაშვილი

პარლამენტის წევრის, პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივნის სალომე სამადაშვილის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" რუსეთიდან აქვს მიღებული დავალება, რომ დაიბლოკოს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი და ამისთვის ახალ გზებს ეძებენ.

სამადაშვილის თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნა იმის დემონსტრირებაა, რომ მართლა არსებობს პოლიტიკური ნება, რათა ქვეყანაში სასამართლო რეფორმა გატარდეს.

"ეძებენ ახალ გზებს, როგორ დაიბლოკოს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იმიტომ, რომ მათ ეს დავალება აქვთ მიღებული საკუთარი ხელმძღვანელობისგან რუსეთში. ამიტომ, ეს საგამოძიებო კომისია, რომელიც საკვანძო მნიშვნელობის არის, რომ ჩვენ დემონსტრირება გავუკეთოთ იმას, რომ მართლა არსებობს პოლიტიკური ნება, რომ სასამართლო რეფორმა გატარდეს ქვეყანაში იმ ფონზე, როდესაც დაასანქცირეს სასამართლო კლანი, არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროკავშირის მოთხოვნების შესასრულებლად", - განაცხადა სამადაშვილმა.

დღის ამბები