პარლამენტის წევრის, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალის" დამფუძნებლის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ოპოზიციას აშშ-ის საელჩომ მიუთითა და ისინი მათ დავალებას ასრულებენ.
მაჭარაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სუვერენიტეტი, ქართული მართლმსაჯულება და დამოუკიდებლობის ხარისხი იყოს დაცული.
"ოპოზიციას არანაირი მობილიზების თავი არ ჰქონდა და 50 ადამიანი ვერ მოვიდოდა, ეს არის აშშ-ის საელჩოდან მითითება. ეს პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ არა ოპოზიცია მობილიზდა, არამედ ეს არის ჩვეულებრივი რეკომენდაცია, შესაბამისი მითითებით სწორედ აშშ-ის საელჩოდან. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სუვერენიტეტი დაცული იყოს, ქართული მართლმსაჯულება იყოს დაცული და რაც ყველაზე მთავარია, დამოუკიდებლობის ხარისხი იყოს დაცული", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
ავტორი: მაია გრიგოლია