15 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
ხელისუფლება ვერ დაუშვებს, რომ ვინმეს მიეცეს შესაძლებლობა ძირი გამოუთხაროს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას - მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ხელისუფლება არ დაუშვებს, ვინმეს მიეცეს შესაძლებლობა ძირი გამოუთხაროს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას. ეს განცხადება მან ოპოზიციის მოთხოვნის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხება.

"ბუნებრივია, ისინი  კარგად ხვდებიან, რომ არ არსებობს არავითარი შანსი მისი პოლიტიკური წარმატებისა, არსებობს ერთადერთი შანსი, რომ რაღაცა არეულობაში და მღვრიე წყალში ეცადოს თევზის დაჭერას. ამიტომ, რა თქმა უნდა, მას ყოველთვის ექნება სურვილი და მიდრეკილება, რომ არევისთვის, რადიკალიზაციისთვის, რაღაცა ნაბიჯები გადადგას. გაუგებარია ოპოზიციის სიჯიუტე ამ საკითხთან დაკავშირებით, გაუგებარია იმიტომ, რომ თვითონ ნახეს პრინციპული პოზიცია, რომ ხელისუფლება, ვერცერთ შემთხვევაში ვერ დაუშვებს, რომ ვინმეს მიეცეს შესაძლებლობა ძირი გამოუთხაროს საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას. ხედავენ, რომ ამას აქვს, პრინციპული პოზიცია, პრინციპული ახსნა და ეს ყველაფერი თავსებადია ჩვენი ქვეყნის მოქმედ კონსტიტუციასთან, მოქმედ კანონმდებლობასთან, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტთან", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

დღის ამბები