15 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
რომან გოცირიძე პარლამენტში ინტერპელაციის წესით ეკონომიკის მინისტრს იბარებს

რომან გოცირიძე პარლამენტში ინტერპელაციის წესით ეკონომიკის მინისტრს იბარებს. დამოუკიდებელ ოპოზიციონერ დეპუტატს კითხვები ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით აქვს. კითხვები ინვესტორის ძიების პროცესს, საბიუჯეტო ხარჯებს და საარბიტრაჟო დავას ეხება.

"ვიბარებთ ეკონომიკის მინისტრს, იმ ერთ-ერთ მნიშვნელოვან და საჭირბოროტო საკითხზე, რომელსაც ჰქვია ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ანაკლიის პორტის გაჩერება. დაგროვდა ძალიან ბევრი კითხვა - მათ შორის, მთავარი პრემიერ-მინისტრის განცხადება, თურმე ანაკლიაში სამუშაოები დაიწყება. როგორ დაიწყება, როდესაც რკინიგზა და საავტომობილო გზაა მისაყვანი და არათუ მშენებლობა, არამედ პროექტიც არ არსებობს. კვლავ ხდება ამ პროექტის გაჭიანურება და ქვეყანა კარგავს უზარმაზარ შანსებს ისარგებლოს იმ სიკეთით, რომელსაც ღრმაწყლოვანი ნავსადგური ჰქვია," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გოცირიძესთან ერთად კითხვები მინისტრს სხვა ოპოზიციური პარტიის წევრებმაც გაუგზავნეს.

დღის ამბები