"გადადგეს სასამართლო კლანი" - ამ სახელწოდებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, აქცია გაიმართა. ადგილზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის ლიდერები და ახალგაზრდული ფრთის წევრები შეიკრიბნენ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი მუმლაძის განცხადებით, სანამ სანქცირებული მოსამართლეები მართლმსაჯულებაში იქნებიან, საქართველოს ევროინტეგრაციის გზა ჩაკეტილია.
"პირველ რიგში, ის სანქცირებული მოსამართლეები უნდა ჩამოშორდნენ თანამდებობებს და შედეგ უკვე ყველა ის დეტალი უნდა იქნეს გამოძიებული, რადგან ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს ეღირსოს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. ყველგან მივაკითხავთ მანამ, სანამ სანქცირებული მოსამართლეები იქნებიან მართლმსაჯულებაში, საქართველოს ევროინტეგრაციის გზა ჩაკეტილია", - განაცხადა გიორგი მუმლაძემ.