15 ნოემბერი 2024,   06:08
ვრცლად
"საპარლამენტო ცხოვრებას ვაჩვევთ ოპოზიციას, ისინი ახლა პირველ კლასში არიან, იმედი მაქვს, 2024 წლის ბოლომდე მე-12 კლასსაც დახურავენ" - ნიკოლოზ სამხარაძე

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა, რომ მათ ნელ-ნელა საპარლამენტო ცხოვრებას აჩვევენ. 

"მე ძალიან მახარებს, რომ 2023 წლის აპრილში, 2 წელიწადნახევრის შემდეგ, რაც ეს პარლამენტი შეიკრიბა, ჩვენ ვხედავთ სავსე დარბაზს. ძალიან მიხარია, რომ გუშინ "მინისტრის საათზე" ოპოზიცია მობილიზებული იყო, თავიდან ბოლომდე მოუსმინეს და კითხვებიც კი დაუსვეს მინისტრს, შესაბამისად, თუ ასე გააგრძელებენ კარგი იქნება საპარლამენტო ცხოვრებისთვის.

საპარლამენტო ცხოვრებას ვაჩვევთ ნელ-ნელა, ეს მხოლოდ დასაწყისია, ისინი ახლა პირველ კლასში არიან და ნელ-ნელა გაიზრდებიან და იმედი მაქვს, რომ 2024 წლის ბოლომდე მე-12-ე კლასსაც დახურავენ," - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

დღის ამბები