15 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
მოდით, გავშალოთ ფრონტი, ღიად ვთქვათ, არა კლანს სასამართლოში, საზოგადოების პროტესტის გარეშე ისინი უკან არ იხევენ - გიორგი ვაშაშე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საზოგადოების პროტესტის გარეშე "ქართული ოცნება" უკან არ იხევს. გიორგი ვაშაძემ ამის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხება. ამ მოთხოვნას "ქართული ოცნება" მხარს არ უჭერს და ამბობს, რომ კომისიის შექმნის შესაძლებლობას არ დაუშვებს.

საგამოძიებო კომისიის შექმნის მესამე მცდელობის შემდეგ გიორგი ვაშაძე აქციებს აანონსებს.

"მოდით, გავშალოთ ფრონტი. ვისაუბროთ ღიად ამ საკითხებზე და ვთქვათ – არა კლანს სასამართლოში, არა რუსულ რეჟიმს და დავდგეთ ყველა ერთად, რათა უკან დავახევინოთ "ქართულ ოცნებას", ისევე როგორც ეს მოხდა რუსულ კანონთან დაკავშირებით.

აქციები საჭიროა. ეს არის "სტრატეგია აღმაშენებლის" პოზიცია, რადგან ოპოზიციის ერთიანობამ გააშიშვლა "ქართული ოცნება". ახლა მათ რომ უკან დაიხიონ, წნეხია შესაძლებელი. ჩვენ ხომ დავინახეთ რუსულ კანონთან მიმართებით, საზოგადოების პროტესტის გარეშე ისინი უკან არ იხევენ. დღეს პარლამენტი გაჭედილია, მაგრამ პროცედურულად, ჩვენ რას შეიძლება ველოდოთ "ქართული ოცნების" მხრიდან, რომელ წამში, არ ვიცით. ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მათ შორის პროტესტი," – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები