15 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
აქციების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ნაკლებად მჯერა, რომ ვაშაძის მიერ მოწოდებული აქციებით სასამართლო რეფორმა მოხდება - იაგო ხვიჩია

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის მიერ აქციების დაანონსებას "გირჩის" ლიდერი, იაგო ხვიჩია ეხმაურება. როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, სჯობს ოპოზიციამ პარლამენტში განაგრძოს მუშაობა.

"აქციების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ნაკლებად მჯერა, რომ ვაშაძის მიერ მოწოდებული აქციებით სასამართლო რეფორმა მოხდება. ამ თვალსაზრისით ცოტა სკეპტიკური ადამიანი ვარ.

ჯერჯერობით კარგად მივდივართ. ამ კომისიის ფარგლებში "ქოცებს" კანონების მიღებაზე ვათქმევინეთ უარი.  ეს გავაგრძელოთ, ამაზე უკეთეს საქმეს ვერასდროს ვერაფერს წარმოვადგენთ. ოპოზიცია ერთმანეთთან საუბარსაც თუ დაიწყებს, ესეც კარგი იქნება. ქუჩას რაც შეეხება, მგონი ზოგიერთ ოპოზიციონერს ქუჩასთან კარგი მოგონებები არ აქვს და სჯობს, პარლამენტში გავაგრძელოთ მუშაობა," – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები