საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მხრიდან არის უხეში მცდელობა, ჩაერიონ სასამართლოს დამოუკიდებლობაში და კომისიის შექმნის ინიციატივაც სწორედ ამას უკავშირდება.
"კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა" ვერანაირად ვერ შეძლებს ქუჩაში ხალხის მობილიზებას. მით უმეტეს ისეთ თემასთან დაკავშირებით, რაზეც სწორედ ხალხს აქვს სათანადო რეაქცია, რომელიც უკმაყოფილებას უკავშირდება.
არის ძალიან უხეში მცდელობა, ჩაერიონ სასამართლოს დამოუკიდებლობაში და კომისიის შექმნის ინიციატივაც სწორედ ამას უკავშირდება.
ჩვენთვის შეურაცხმყოფელი იყო მოსამართლეების დასანქცირება, ეს იყო უხეში ნაბიჯი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეთა დასანქცირება, აქედან გამომდინარე, ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. კონსტიტუციის წინააღმდეგ ქმედებას გვედავებიან ის სუბიექტები და მათი მხარდამჭერი ექსპერტები, რომლებიც 6 თვის განმავლობაში, პარლამენტში არ შემოდიოდნენ. მათ სწორად შეახსენეს - სწორედ "ქართული ოცნების" დამსახურებაა ის, რომ ისინი დღემდე სარგებლობენ პარლამენტის წევრის მანდატით,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.