საქართველოს თავდაცვის მინისტრი შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობს.
"რამშტაინის" ფორმატში მორიგი შეხვედრა ახლა იმართება. დღის წესრიგში უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერების და უკრაინელების საბრძოლო თვითმფრინავებით უზრუნველყოფის საკითხებია. ლოიდ ოსტინი უკრაინას კიდევ ერთხელ დაპირდა, რომ ვაშინგტონი იმდენ ხანს იდგება კიევის გვერდით, რამდენიც საჭირო იქნება. აღსანიშნავია, რომ რამშტაინის შეხვედრამდე აშშ-ის თავდაცვის მდივანი უკრაინელ კოლეგას, ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა.
"დღეს საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე 3 საკვანძო საკითხზე ვკონცენტრირდებით: საჰაერო თავდაცვა, ტყვია-წამალი, უკრაინას დაუყოვნებლივ სჭირდება დახმარება, რათა დაიცვას თავისი მოქალაქეები, ინფრასტრუქტურა და სამხედრო ძალები რუსული სარაკეტო საფრთხეებისგან. ჩვენ უარვყოფთ პუტინის ხედვას სამყაროს შესახებ, სადაც ტირანები თავს ესხმიან თავიანთ მშვიდობიან მეზობლებს და ცდილობენ იარაღით თვითგამოცხადებული გავლენის სფეროების დაწესებას. ჩვენ ერთად დავიცავთ წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს, რაც ყველა ჩვენგანის უსაფრთხოების გარანტიაა. ერთად მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს რამდენიც საჭირო იქნება,“ - აცხადებს ლოიდ ოსტინი.