15 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრას დაესწრება

24 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრას დაესწრება. განხილვის მთავარი თემა, ევროკავშირის გაფართოება და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა იქნება.

ისაუბრებენ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებებსა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, ასევე აქცენტი გაკეთდება ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე. ლუქსემბურგში ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრა კოლეგა მინისტრთან.

 
დღის ამბები