რუსთავის მუნიციპალიტეტსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმება, ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ხუთწლიან თანამშრომლობას ითვალისწინებს. პროგრამა, მიზნად, ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამოქალაქო თუ კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას, მმართველობაში, მოქალაქეთა ჩართულობის ამაღლებას ისახავს.