15 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
ქუჩის პროტესტი, "სტრატეგია აღმაშენებელს" გეგმა - ვინ ემხრობა მათ სტრატეგიას და რას აპირებს ოპოზიცური სპექტრი მომავალი კვირიდან 

სამი უშედეგო მცდელობა და მაისამდე გადადებული პროცესი - საკანონმდებლო ორგანოში, მომდევნო კვირა საკომიტეტოა, რაც იმას ნიშნავს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი მომავალ თვეში ინაცვლებს.

ოპოზიციის ნაწილი მოცდას არ აპირებს. მეტიც, "სტრატეგია აღმაშენებელს" გეგმა აქვს - პარტია დღის წესრიგში ისევ აქციებს აყენებს და შედეგის მიღწევას, ქუჩის პროტესტით აპირებს.

"ოპოზიციის უპრეცედენტო ერთიანობამ ბოლომდე გააშიშვლა მმართველი რეჟიმი. საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში, პირველად ხდება ასეთი რამ. ოპოზიციას აქვს 50 ხმა, შეგვიძლია კონსტიტუციით შევქმნათ საგამოძიებო კომისია, მაგრამ ამას ტექნიკური მიზეზით არ ახორციელებს "ქართული ოცნება". ჩვენ ვაპირებთ ამ ერთიანობის შენარჩუნებას და ასევე, შესაძლებელია ისევ იმ მექანიზმისთვის მიმართვა მოგვიწიოს, როგორც ეს 7-8 მარტს მოხდა, როდესაც მმართველმა გუნდმა ხალხის რეალური ძალა დაინახა,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აქციების იდეას ემხრობა, ოღონდ არა ქუჩაში, არამედ პარლამენტის დარბაზშივე, კოლეგების მსგავსად, ახლა მისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი ოპოზიციური ერთიანობაა: 

"ვემხრობი აქციების იდეას ოღონდ პარლამენტის დარბაზში. 50 კაცი პარლამენტის დარბაზში თუ ვიკრიბებით არის უფრო ეფექტური აქცია, ვიდრე ქუჩაში 100-ჯერ მეტი. მთავარია ახლა ოპოზიციამ ერთიანობა შეინარჩუნოს, თითოეულ ხმას აქვს მნიშვნელობა,"- აღნიშნავს იაგო ხვიჩია. 

რას გადაწყვეტს ოპოზიციური სპექტრი, ეს ცნობილი, როგორც თავად პოლიტიკოსები ამბობენ, მომავლი კვირიდან გახდება. 

დღის ამბები