აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან - აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, დაავადების სამკურნალო მედიკამენტის შემოტანასა და ბიუჯეტიდან დაფინანსებას ითხოვენ.
აქციაზე დღესაც მივიდნენ პოლიტიკოსები. იქამდე კი "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, მთავრობას მიმართა, შეიქმნას სპეციალური ფონდი, სადაც სახელმწიფო, კერძო ბიზნესი და მოქალაქეები, ერთობლივად შეიტანენ ფინანსურ წვლილს აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად.